ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა, გარკვეულ ეტაპზე, ალიანსის სრულუფლებიან წევრად უნდა მოვიწვიოთ - იენს სტოლტენბერგი

შეერთებული შტატებისთვის კარგია უკრაინის მხარდაჭერა და ასევე გარკვეულ ეტაპზე მათი მოწვევა ალიანსის სრულუფლებიან წევრად, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში პუტინმა არ მიაღწიოს იმას, რაც სურს, რადგან ეს იქნება წახალისება სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის.
„დღეს ეს არის უკრაინა, ხვალ ეს შეიძლება იყოს ტაივანი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, შეერთებული შტატებისთვის კარგია უკრაინის მხარდაჭერა და ასევე გარკვეულ ეტაპზე მათი მოწვევა ალიანსის სრულუფლებიან წევრად“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.