ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა: განადგურებულია ოკუპანტების მიერ გაშვებული 16 დრონი, დაზიანდა ენერგოობიექტი

12 აპრილის ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 16 დრონი გაანადგურეს.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, შეტევა მიმართული იყო უკრაინული ელექტროობიქტების გასანადგურებლად.
შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის დნეპროპეტროვსკის, ვინიცკისა და ხმელნიცკის ოლქების თავზე ჩამოაგდეს.
ღამის იერიშის შედეგად დაზიანდა 1 ენერგოობიექტი. დნეპროპეტროვსკის ოლქში დრონის ნამსხვრევების შედეგად ხანძარი გაჩნდა კრივოროჟიეს ენერგოობიექტზე.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს. ბოლო პერიოდში გახშირდა იერიშები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.