არქივი26 თებერვალი, 2024, 08:53
უკრაინა: გავანადგურეთ 9 დრონი და 3 რაკეტა
26 თებერვლის ღამეს საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 9 დრონი და 3 რაკეტა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 14 უპილოტო საფრენითა და 7 რაკეტით მიიტანა იერიში. საჰაერო ძალებმა 1 ისკანდერის და 2 C-300 ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რაკეტები ბელგოროდის ოლქიდან და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გაისროლეს.
რაკეტები და შაჰედის ტიპის დრონები ხარკოვისა და დნეპროპეტროვკის ოლქების თავზე გაანადგურეს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.