ბრიტანეთისგან მიიღებს კიდევ 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას

უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს კიდევ 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, დახმარების ახალ პაკეტშია კატერები, დრონები, რადარები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და სხვა ტექნიკა.
18 დეკემბერს კიევში იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი, რომელმაც უკრაინის ხელისუფლებასთან განიხილა მომავალ წელს გასაწევი დახმარების საკითხები. იმავე დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ტელეფონით ესაუბრა -ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, საუბარი იყო უკრაინაზეც. სტარმერმა ტრამპს უთხრა, რომ მნიშვნელოვანია მოკავშირეთა ერთიანობა და რუსეთის აგრესიასთან მებრძოლი უკრაინისთვის მაქსიმალურად ძლიერი პოზიციების შექმნა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა