უკრაინა აცხადებს, რომ საზღვრიდან 1750 კილომეტრზე მდებარე რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა

უკრაინამ საზღვრიდან 1750 კილომეტრზე მდებარე რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“12 თებერვალს, რუსი აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირების სისტემატიური ზომების ნაწილად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებმა უხტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს (ქ. უხტა, კომის რესპუბლიკა, რუსეთი).
უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან დისტანცია 1,750 კილომეტრია… ქარხანა რუსეთის საოკუპაციო არმიისთვის მიწოდებებშია ჩართული. მიყენებული ზიანის მასშტაბი დგინდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?