ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა აცხადებს, რომ კურსკში რუსული ჯარის პოზიციები ამერიკული იარაღით დაბომბა

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ 22 აგვისტოს, ამერიკული იარაღით – ბომბებით GBU-39 კურსკის ოლქში რუსული ჯარის პოზიციები დაბომბა.
ამ იარაღის გამოყენების ვიდეო გამოაქვეყნა მიკოლა ოლეშუკმა – უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა.
ვიდეოში, ოლუკის ცნობით, ნაჩვენებია, თუ როგორ დაიბომბა რუსეთის შეიარაღებული ძალების დრონების მართვის და რადიო-ელექტრონული ბრძოლის პუნქტი. პუნქტში და მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული ტექნიკა, შეიარაღება. ადგილზე იყო 40-მდე რუსი სამხედრო, აღნიშნავს ოლეშუკი.
ვაშინგტონში კიევის ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. აქამდე, აშშ-ის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ უკრაინას არ ჰქონდა ნებართვა, ამერიკული იარაღი რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე გამოეყენებინა.
გარეკანის ფოტოზე: სქრინშოთი ოლეშუკის ვიდეოდან

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.