ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,უკრაინა არ გვთხოვს ჯარების გაგზავნას, მაგრამ ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ” - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უცხოელ სამხედროებს შეეძლებათ, დახმარება გაუწიონ კიევს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, განაღმვა, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნმა უკრაინაში უცხოური ჯარების გაგზავნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„უკრაინა არ გვთხოვს ჯარების გაგზავნას. ახლა უკრაინა ჩვენ საბრძოლო მასალას გვთხოვს. მომდევნო თვეებში ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, რუსეთი არ უნდა მიუთითებდეს დასავლეთს, როგორ დაეხმარება ის უკრაინას მომდევნო თვეებში ან წლებში.
„რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, როგორ ვიმოქმედებთ ჩვენ, არც წითელი ხაზების დაწესებაა მისი გადასაწყვეტი. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს ჩვენ შორის“, – განაცხადა სეჟურნმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.