არქივი22 იანვარი, 2025, 10:57
“უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად” – ზელენსკი

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ამ კომპრომისზე პარტნიორების ზეწოლის შემთხვევაშიც არ წავა. მისივე თქმით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები ყოველთვის უკრაინის იქნება იმ დრომდე, სანამ უკრაინა მათ არ დაიბრუნებს.
“ვისაც რა არ უნდა უნდოდეს. სულ რომ ყველა მოკავშირე გაერთიანდეს – ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს შეუძლებელია. იურიდიულად მათ არ ვაღიარებთ. ჩვენთვის ეს ტერიტორიები ყოველთვის ოკუპირებულად დარჩება, სანამ იქ არ დავბრუნდებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.