უკრაინა ადასტურებს, რომ დღეს რუსეთთან ტყვეები უნდა გაეცვალათ

უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ დღეს, 24 იანვარს, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, იუწყება უკრაინული „რადიო თავისუფლება“ მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერზე, ანდრიი იუსოვზე დაყრდნობით.
„შემიძლია გითხრათ, რომ დღეისთვის დაგეგმილი გაცვლა ჯერჯერობით არ მომხდარა“, – ამბობს იგი. იუსოვის თქმითვე, რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ სატვირთო-სამხედრო თვითმფრინავ „ილ-76“-ზე 60-ზე მეტი უკრაინელი ტყვე იყო, ამ ეტაპზე მოწმდება.
რუსული სამხედრო თვითმფრინავი „ილ-76“ ბელგოროდის ოლქში რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. მოსკოვში ამბობენ, რომ დაღუპულთა შორის 65 უკრაინელი ტყვე იყო და ხომალდის ჩამოგდებაში უკრაინას ადანაშაულებენ. კიევში არც უარყოფენ, და არც ადასტურებენ ამ თვითმფრინავის ჩამოგდებას უკრაინული ძალების მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება