ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში Rheinmetall-ის საბრძოლო მასალების საწარმო აშენდება

უკრაინაში Rheinmetall-ის საბრძოლო მასალების საწარმო აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იარაღის მწარმოებელი გერმანული კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
Rheinmetall-ის პრესსამსახურის ცნობით, გერმანულმა კონცერნმა უკრაინის მთავრობისგან საბრძოლო მასალების საწარმოს აშენებაზე შეკვეთა მიიღო.
საწარმოს სამშენებლო სამუშაოები მალე დაიწყება და სავარაუდოდ, რამდენიმე წელიწადში დასრულდება. შეთანხმების ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა გერმანულმა კონცერნმა აღნიშნა, რომ მისი ღირებულება 100 მილიონ ევროზე მეტია.
„ეს Rheinmetall-ის გამოცდილებისა და წარმოების შესაძლებლობების მიმართ ნდობას ხაზს უსვამს. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ქვეყანას რეინდუსტრიალიზაციასა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში მხარი დავუჭიროთ“, - განაცხადა Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა.
ცნობისთვის, უკრაინაში Rheinmetall-ის საწარმოს მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მხარეებმა თავდაპირველად თებერვალში გაავრცელეს.
ipn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.