ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში 121 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს

უკრაინაში 121 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბმა გაავრცელა.
დაღუპულთა შორის 2 ზაპოროჟიის, 12 ლუგანსკსის, ხოლო 107 დონეცკის მიმართულებით იბრძოდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები მებრძოლთა სხეულებს შესაბამის სამთავრობო უწყებებს გადასცემენ, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და ექსპერტები მათ ვინაობას დაადგენენ.
იდენტიფიკაციის შემდეგ დაღუპულთა ცხედრები ოჯახებს გადაეცემა.
წელს უკრაინაში რეპატრიაციული ღონისძიებები მესამედ ჩატარდა - 15 მარტს 100 დაღუპული მებრძოლის ცხედარი, ხოლო 25 იანვარს 77 მეომარი ჩამოასვენეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.