ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში 100 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს

უკრაინაში 100 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენეს. ინფორმაციას სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
"ჩატარდა მორიგი რეპატრიაციული ღონისძიება, რომლის შედეგადაც სამშობლოში 100 უკრაინელი დამცველის ცხედარი დაბრუნდა". – წერია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.
მეომრების ცხედრების დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა სტრუქტურებმა. გადმოსვენების საკითხების მოგვარებაში ჩართული იყო საერთაშორისო წითელი ჯვარი.
იდენტიფიცირების შემდეგ დაღუპულთა სხეულებს ოჯახს დაუბრუნებენ.
26 იანვარს უკრაინამ 77 დაღუპული მებრძოლის ცხედარი ჩამოასვენა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.