უკრაინაში ჯარებს არ გავაგზავნით, საერთოდ არ ვიღებთ ვალდებულებას უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების განლაგებაზე – რუმინეთის პრემიერ-მინისტრი

უკრაინაში ჯარებს არ გავაგზავნით, საერთოდ არ ვიღებთ ვალდებულებას უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების განლაგებაზე – რუმინეთის პრემიერ-მინისტრი
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა, ილიე ბოლოიანმა, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბუქარესტი კატეგორიულად გამორიცხავს ჯარების გაგზავნას უკრაინაში, ქვეყანა მზადაა, თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა – კერძოდ, ნატოს მიერ მართული საჰაერო ბაზები – მოკავშირე ძალების განკარგულებაში იყოს, რათა ხელი შეუწყოს უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. „როგორც იცით, ამ თვეების განმავლობაში, როდესაც გარკვეულ მომენტში უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად უსაფრთხოების გარანტიების მხარდაჭერის საკითხი წამოიჭრა, რუმინეთმა მინიმუმ ორი რამ რაც შეიძლება ნათლად თქვა: „ჩვენ არ გავაგზავნით ჯარებს, ჩვენ საერთოდ არ ჩავერთებით უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების შესაძლო განთავსებაში“. ეს იყო რაც შეიძლება ნათელი საკითხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბოლოიანმა.
როგორც რუმინეთის პრემიერმა აღნიშნა, ქვეყნის საჰაერო ბაზების გამოყენება შეეძლებათ -სა და სხვა მოკავშირეებს და სწორედ ეს იქნება რუმინეთის წვლილი უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით. “მეორე საკითხი, რომელიც ჩვენს მოკავშირეებთან მოლაპარაკებების დროს განიხილებოდა, იყო ის, რომ რუმინეთის ნატოში წევრობის გათვალისწინებით, ჩვენი სამხედრო ბაზები, რომლებსაც ჩვენი ძალები და ნატოს ძალები კვლავ ერთობლივად მართავენ, შეიძლება გამოყენებული იქნას ნატოს ჯარების, ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების და სხვა მოკავშირეების მიერ.
დღეს კი ჩვენი აეროპორტებიდან საჰაერო პატრულირება ხორციელდება შავ ზღვაში მიმდინარე მოვლენების ზედამხედველობის მიზნით, ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამგვარად, ჩვენი სამხედრო ბაზების ნატოს მოკავშირეებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შეიძლება იყოს რუმინეთის წვლილი უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერის უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – განაცხადა ილიე ბოლოიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში