არქივი18 იანვარი, 2024, 10:08
უკრაინაში საჰაერო განგაშია რუსეთის მხრიდან დრონებით შეტევის ტალღის ფონზე
18 იანვარს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რადგან შენიშნეს რუსეთის ტერიტორიიდან საბრძოლო თვითმფრინავების გამოფრენა.
მანამდე რუსეთმა უკრაინის სამიზნეებისკენ გაუშვა ირანული წარმოების 33 დრონი და S-300 ტიპის ორი რაკეტა - აცხადებს უკრაინის არმია და დასძენს, რომ 22 დრონი ჩამოადგეს.
პარალელურად, სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად, ერთი ადამიანი დაიჭრა და ასევე გამოვლინდა მატერიალური ზიანი დრონებით შეტევის შემდეგ ხერსონსა და ნიკოლაევზე. ამ ორ რეგიონში ჩამოგდებულია ცხრა დრონი - წერს არმია ტელეგრამით.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.