უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერი NGO-ების მოთხოვნით გაუქმდა კრისტინა ორბაკაიტეს კონცერტი

ბურიატეთის დედაქალაქში, ულან-უდეში (რუსეთი) გაუქმდა რუსი მომღერლის კრისტინა ორბაკაიტეს კონცერტი, რომელიც 13 მარტს უნდა გამართულიყო.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას, აცხადებენ, რომ ორბაკაიტე ვერ იმღერებს რუსეთში, რადგან მას ღიად არ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ და ოჯახთან ერთად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
კრისტინა ორბაკაიტეს დედამ, ცნობილმა რუსმა მომღერალმა, ღიად დაგმო უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი და ამჟამად ისრაელში ცხოვრობს.
გასული წლის აპრილში გავრცელდა ცნობა, რომ ალა პუგაჩოვა, მისი ქალიშვილი, კრისტინა ორბაკაიტე და უფროსი შვილიშვილი, ნიკიტა პრესნიაკოვი „სამხრეთ რუსეთის პატრიოტულ ძალთა ასოციაციამ“ დაასმინა. მათ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს მიმართეს თხოვნით, შეამოწმონ, ხომ არ გაუგზავნეს „ეჭვმიტანილებმა“ ფული უკრაინის არმიას. ეჭვის დადასტურების შემთხვევაში „პატრიოტებმა“ მოითხოვეს მოსკოვის ცენტრში მდებარე ორბაკაიტეს კუთვნილი ბინის კონფისკაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია

იზა ომაძე: მეგობრებო ნუ განგვიკითხავთ, შვილდახვრეტილ, შვილმოკლულ, შვილნაწამებ მშობლებს, განიკითხეთ და მოვთხოვოთ ერთად სისტემას, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მსგავსი, გზას აცდენილი ახალგაზრდების არსებობა…