ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ორი აფხაზი დაიღუპა

აფხაზეთში უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ორი აფხაზის ცხედარი ჩამოასვენეს.
როგორც აფხაზური მედია წერს, 1992 და 1988 წლებში დაბადებული შამილ დასანია და მარზაყან აჩბა “დონბასის გათავისუფლებისას” დაიღუპნენ.
რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული რუსეთის ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ როგორც აფხაზეთის, ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან სამხედრო პირები და მოხალისეები. ამასთან, ოფიციალური განცხადებების შესაბამისად, რუსეთი არ ავალდებულებს აფხაზებსა და ოსებს, უკრაინაში მიმდინარე ომში მონაწილეობა მიიღონ. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ორივე რეგიონიდან უკრაინაში რამდენიმე ათეული მებრძოლი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.