ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში რუსეთის მე-14 არმიის მეთაურის მოადგილე დაიღუპა

რუსეთის მე-14 არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ზავადსკი უკრაინაში დაიღუპა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ზავადსკი ე.წ. სპეციალური ოპერაციის ზონაში საბრძოლო პოსტზე დაიღუპა.
საგამოძიებო საინფორმაციო გამოცემის, iStories-ის ცნობით, ზავადსკი არის მეშვიდე გენერალი და მე-12 უფროსი ოფიცერი, რომლის გარდაცვალებაც რუსეთმა უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ დაადასტურა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.