უკრაინაში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა იცვლება

უკრაინაში ოფიციალურად დადასტურდა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იულია სვირიდენკო დაიკავებს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 14 ივლისს განაცხადა, რომ სვირიდენკოს შესთავაზა მთავრობას სათავეში ჩაუდგეს და თავისი გამოცდილება გამოიყენოს უკრაინული წარმოების მხარდასაჭერად.
იულია სვირიდენკო უკრაინის ეკონომიკის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერია 2021 წლის ნოემბრიდან.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოქმედ პრემიერს, დენის შმიჰალს თავდაცვის მინისტრობა შესთავაზა. შმიჰალი უკრაინის პრემიერ-მინისტრია 2020 წლის მარტიდან.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დენის შმიჰალის „კოლოსალური გამოცდილება“ სასარგებლო იქნება სწორედ თავდაცვის მინისტრის პოსტზე, რადგან დღეს ამ სფეროშია თავმოყრილი მაქსიმალური რესურსები, ამოცანები და დიდი პასუხისმგებლობა.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტისგან საკმარისი მხარდაჭერა ექნება.
რაც შეეხება უკრაინის ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს, განიხილება მისი დანიშვნა -ში უკრაინის ელჩად.
უკრაინული მედია ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისში წერდა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიჰალს იულია სვირიდენკო შეცვლიდა. საკადრო ცვლილებების თემა ისევ გააქტიურდა 2025 წლის ივნისში.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდას” ცნობით, პარლამენტი 16 ივლისს უყრის კენჭს პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალის მთავრობის დათხოვნას, 17 ივლისს კი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს