უკრაინაში პირველად ქრისტეს შობას,7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს აღნიშნავენ

უკრაინაში პირველად ქრისტეს შობა, 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს აღნიშნეს. შესაბამისი გადაწყვეტილება კიევში მიმდინარე წლის ივლისში მიიღეს. მოტივი უკრაინაში რუსეთის ისტორიული გავლენის წაშლის მცდელობაა. საშობაო მიმართვა ღამით უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა. მისი თქმით, ეს უკვე მეორე განსხვავებული შობაა უკრაინისთვის ომის დროს, ხოლო ოჯახური ვახშამი შობის დროს აღარაა ისეთი, როგორიც იყო, რადგან ყველა არ იმყოფება საკუთარ ოჯახში ან არ აქვს სახლი.
„ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის, ვლოცულობთ გამარჯვებისთვის. საბოლოოდ, სიბნელე და ბოროტება დამარცხდება. დღევანდელი ჩვენი მიზანიც ესაა, ჩვენი საერთო სურვილი და დღევანდელი ჩვენი საერთო ლოცვაც ეს არის, ჩვენი თავისუფლებისთვის, გამარჯვებისთვის, უკრაინისთვის. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ყველანი შევძლებთ სახლში შეკრებას მშვიდობიანი შობის, მშვიდობიანი წლისთვის და ყველანი ვეტყვით ერთმანეთს – ქრისტე იშვა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა