უკრაინაში ომის 669-ე დღე – ცეცხლის ქვეშ მოექცა ჩერნიჰივის, სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიის, ხერსონის და მიკოლაივის დასახლებები

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 669-ე დღეს 81 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ცეცხლის ქვეშ მოექცა ჩერნიჰივის, სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიის, ხერსონის და მიკოლაივის დასახლებები. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს მტრის წინააღმდეგ.
თავის ყოველდღიურ მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ რუსეთის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად.
“ამ კვირამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად ეფექტიანია ჩვენი საჰაერო ფარის გაძლიერება. არა მხოლოდ ქალაქებისა და სოფლების რუსული დრონებისგან და რაკეტების დასაცავად, არამედ ფრონტის ხაზზე მუშაობისთვის. რუსეთის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად, სამართლიანად დასასრულებლად. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომლებიც უკვე გვეხმარებიან და რომლებიც მომავალ წელს მხარდაჭერის შესაბამისი ნაბიჯებისთვის ემზადებიან.
მიღებულია გადაწყვეტილება ახალ სანქციებზე. შესაბამის დადგენილებებს ხელი მოვაწერე, და უკვე გამოქვეყნდა. ჯამში, სამიზნე 130-ზე მეტი იურიდიული პირი და 20-ზე მეტი ფიზიკური პირია, ვინც ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას. ყველა მათგანი პასუხს აგებს ჩადენილ ქმედებებზე,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს