არქივი11 იანვარი, 2024, 07:13
უკრაინაში, ომის დაწყების შემდეგ, 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო
უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 10 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 19 300-ზე მეტი - დაშავდა, - ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის (OCHA) დირექტორმა, ედემ ვოსორნუმ განაცხადა.
მისი თქმით, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, რუსეთის საჰაერო თავდასხმების გაძლიერების შედეგად, უკრაინაში 125 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 550-ზე მეტი დაშავდა. რუსული საჰაერო თავდასხმების სერიამ გამოიწვია სახლების, სკოლების, საავადმყოფოებისა და სხვა მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.