ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში მებრძოლ ქართველს თორნიკე გოგუაძეს რუსეთმა 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

უკრაინაში მებრძოლ ქართველს თორნიკე გოგუაძეს რუსეთმა 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

უკრაინაში მებრძოლ ქართველს, თორნიკე გოგუაძეს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
თორნიკე გოგუაძე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) ცნეს დამნაშავედ.
“გამოძიებამ და სასამართლომ დაადგინა, რომ 2022 წლის მარტში გოგუაძე ჩავიდა უკრაინაში და შეუერთდა დაქირავებულ მებრძოლად პარამილიტარულ ფორმირებას, გაიარა სამხედრო წვრთნა და შემდეგ მონაწილეობა მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებისა და რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებში. შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მებრძოლის სახით მონაწილეობისთვის გოგუაძემ ყოველთვიური ფულადი ჯილდო მიიღო,” – ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.