არქივი26 ივლისი 2025, 10:27
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული 23 წლის ვალერი ბაძაღუაა.
წალენჯიხის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას ინფორმაციით, ვალერი ბაძაღუას სამხედრო წესით წალენჯიხაში დაკრძალავენ.
„კიდევ ერთი წალენჯიხელი, ჯგალელი 23 წლის ვალერი ბაძაღუა უკრაინის ისტორიაში შევა როგორც გმირი! მას წალენჯიხაში სამხედრო წესით, როგორც მებრძოლს რუსული ბოროტების წინააღმდეგ, დაკრძალავენ!“,- წერს ბელქანია „ფეისბუქზე“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.