ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
„სიცოცხლეშივე გმირი იყავი და გმირულად დაეცი უთანასწორო ბრძოლაში. შენ ის იშვიათი მეომარი იყავი, რომელიც ბრძოლაში დამსახურებულ მედალსაც კი არ იკიდებდი, იმდენად თავმდაბალი იყავი“, — წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს თენგიზ ჭანიას გარდაცვალებას. აცხადებს, რომ „საელჩო ჩართულია და შესრულდება ყველა საჭირო პროცედურა“.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე თენგიზ ჭანია უკრაინაში, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადის რიგებში იბრძოდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.