ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

გამთენიისას, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ირაკლი ქურციკიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. დაღუპულ მებრძოლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები და პოლიტიკოსები დახვდნენ.
„ოჯახის წევრებმა, რა თქმა, უნდა ბოლომდე არ ვიცოდით, რა სირთულეების ოპერაციებს ატარებდა, თუმცა გზადაგზა ირკვევა. თანამებრძოლები გვეხმიანებიან, ჩამოსულებიც იყვნენ და გვიყვებიან, თუ რამდენი ღვაწლი აქვს გაწეული, რამდენი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი გმირის დაკარგვა მთელი ქვეყნისთვის ტრაგედიაა,“ - განაცხადა დაღუპულის ნათესავმა.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომში, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.