ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლო ბონდო გაგნიძე მშობლიურ შინდისში დაკრძალეს

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე 17 აგვისტოს მშობლიურ სოფელ შინდისში სამხედრო პატივით დაკრძალეს. 30 ივლისს დაღუპული სამხედრო საქართველოში 14 აგვისტოს ჩამოასვენეს.
ბონდო გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ის ლუგანსკის მიმართულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო.
ბონდო გაგნიძე ლუგანსკის მისადგომებთან მასშტაბური საჰაერო დაბომბვისას დაიღუპა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ მოახერხეს.
47 წლის ქართველ მეომარს შინდისელებმა, ომის ვეტერანებმა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა პატივი შინდისის გმირთა მემორიალთან არსებულ ეკლესიაში მიაგეს, საიდანაც შინდისის სასაფლაოზე გადაასვენეს.
ქართველი მებრძოლები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან იბრძვიან უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.