ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი

უკრაინაში დაუღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი. 31 წლის ნიკოლოზ გელენიძე ბახმუტში, საარტილერიო დაბომბვისას, 16 ნოემბერს დაიღუპა. ის უკრაინაში დანაყოფ „თბილისის“ რიგებში იბრძოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედრო თანამებრძოლებთან ერთად ფრონტის ხაზიდან 29 ოქტომბერს დაღუპული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. მასთან ერთად დაიჭრა ორი აზერბაიჯანელი მებრძოლი:
„ლევანი უნდა გამოესვენებინათ და ამ დროს გზაში დაბომბვაში მოგვიყვნენ ბიჭები. ლევან ლობჟანიძის ცხედრამდე ვერ მიაღწიეს“, - ამბობს დანაყოფ „თბილისის“ მეთაური, გოჩა ხორავა.
მისივე ინფორმაციით, ნიკოლოზ გელენიძის ცხედარი უკვე გამოსვენებულია ცხელი წერტილიდან. მას 20 ნოემბერს, კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდს გადაუხდიან, რის შემდეგაც საქართველოში გადმოასვენებენ.
ნიკოლოზ გელენიძე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან იყო და მისი ოჯახი დღეს ფოთში ცხოვრობს.
ნიკოლოზ გელენიძე 57-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან დაიღუპა. უკანასკნელ ერთ კვირაში უკრაინაში მეოთხე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.