არქივი17 ნოემბერი, 2023, 04:45
უკრაინაში გუშინ დაღუპული ორი ქართველი მებრძოლიდან, ერთ-ერთი 45 წლის რამაზ ფეტელავაა
უკრაინაში გუშინ დაღუპული ორი ქართველი მებრძოლიდან ერთ-ერთი, 45 წლის რამაზ ფეტელავაა.
ოჯახის წევრებისა და ახლობლების ინფორმაციით, ის ომში, წინა ხაზზე, რვა თვის წინ წავიდა. ფეტელავა აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად სენაკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა.
ოჯახის ინფორმაციით, ცხედრის გამოყვანა დაღუპვის ადგილიდან, ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცნობისთვის, "ქართული ლეგიონის" ინფორმაციით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად, დაშავებულია 9 ქართველი.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.