უკრაინაში ადასტურებენ დრონებით დარტყმას რუსეთში, საწვავის კიდევ ერთ ბაზაზე

დღეს დილით აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქში. გუბერნატორ ვასილი გოლუბევის მიერ ტელეგრამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ორი უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის შედეგად ორი აფეთქება მოხდა პროლეტარსკის რაიონში მდებარე საწვავის ბაზაზე.
გოლუბევის მტკიცებით, აფეთქებებს საწვავის აალება არ გამოუწვევია და არც არავინ დაშავებულა. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანონიმურობის დაცვის პირობით, გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ როსტოვის ოლქში მდებარე საწვავის ბაზაზე დრონებით შეტევა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განახორციელა, მიზანი მიღწეულია და ხანძარია ობიექტზე, რომელსაც სამხედრო მიზნები იყენებს
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ათეულობით ნავთობის ბაზასა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა, მოწინააღმდეგეს წაართვას შემოსავალი და რესურსები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს