უკრაინას Deep State-ი ახლა უკვე პროქსი ძალად იყენებს საქართველოს წინააღმდეგაც, რადგან რასაც თავისი ხელით ვერ გვიკეთებენ, უკრაინელების მეშვეობით ცდილობენ

უკრაინას Deep State-ი ახლა უკვე პროქსი ძალად იყენებს საქართველოს წინააღმდეგაც, რადგან რასაც თავისი ხელით ვერ გვიკეთებენ, უკრაინელების მეშვეობით ცდილობენ
“ზელენსკი გაეროს ტრიბუნიდან, მისი სპეცსამსახურები კი, უკრაინიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სინქრონში მოქმედებენ! თუმცა როგორ გავიკვირვოთ, რომ საქართველოს მტრობენ, როდესაც საკუთარი ქვეყნის და ხალხის მტრები არიან”- ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“უცხო ძალების დავალებით უკრაინა დამანგრეველ ომში შეიყვანეს, დიქტატურა დაამყარეს, გააუქმეს არჩევნები, დახურეს არაკონტროლირებადი ტელევიზიები და აკრძალეს ოპოზიციური პარტიები, მილიონი ადამიანი მსხვერპლად შეწირეს, დაანგრიეს ქალაქები და სოფლები, ცოცხალი ძალა აღარ ყავთ და ფრონტზე მამაკაცებს იძულებით აგზავნიან… ამ კატასტროფაში მყოფი ქვეყნის სპეცსამსახურები კი, საქართველოში ოპერაციების დაგეგმვით და განხორციელებით არიან დაკავებულები”- აღნიშნავს შაქარიშვილი.
მისივე თქმით, “მას შემდეგ, რაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინელი “კოლეგების” მიერ შემოგზავნილი ჰეგსოგენი გაანეიტრალა, ისინი ანონიმური ცრუ შეტყობინებების განხორციელებაზე გადავიდნენ”.
“მათი პატრონები შედეგს ითხოვენ, დიდი ფული და რესურსები იყო გამოყოფილი იმისათვის, რომ საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელებით მაინც მიეღწიათ სიტუაციის იმგვარ დესტაბილიზაციამდე, რომ ძალაუფლება ხელში ჩაეგდოთ.
გეგმა “ა” ჩავარდა, ბომბი რეალურად ვერ აამოქმედეს, ახლა კი, სახელმწიფო დაწესებულებების პარალიზებას და მოსახლეობაში პანიკის გამოწვევას ცდილობენ.
ეს არის რეალობა და ასეთია აგენტობის ხვედრი – ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერშიპს და სპეცსამსახურებს პატრონები ავალებენ საქართველოს წინააღმდეგ მავნებლობით და ტერორისტული აქტების განხორციელებით დაკავდნენ.
უკრაინას Deep State-ი უკვე წლებია პროქსი ძალად იყენებს რუსეთის წინააღმდეგ, ახლა უკვე პროქსი ძალად იყენებს საქართველოს წინააღმდეგაც, რადგან რასაც თავისი ხელით ვერ გვიკეთებენ, უკრაინელების მეშვეობით ცდილობენ!”- წერს ვატო შაქარიშვილი.
Previous: ღირსეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დებიუტი გაეროს გენასამბლეის ტრიბუნაზეც შედგა და ყველას ხელახლა ამცნო, რომ საქარველო მზადაა საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი აწარმოოს ყველა მხარესთან

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით