ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინას შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება - ზელენსკი აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას მიმართავს

უკრაინას შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება - ზელენსკი აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას მიმართავს

მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, უკრაინას სჭირდება სრულად დაცვის შესაძლებლობები, შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკი პარტნიორებს ასევე სთხოვს, მიაწოდონ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და ჭურვები.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსული ტერორის შეჩერება მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი – „დარტყმებით რუსულ სამხედრო აეროდრომებზე, მათ ბაზებზე, რუსული ტერორის ლოგისტიკაზე“.
"ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი სწორედ ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობებია, რათა თავიდან ავიცილოთ ეს ტერორი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.