ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო იარაღს მივაწვდით – შოლცი

უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო იარაღს მივაწვდით – შოლცი
გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცის სისტემებსა და საბრძოლო მასალებს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცი ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა:
„უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო იარაღს უახლოესი კვირეების და თვეების განმავლობაში მივაწვდით. უკრაინის არმიის ყველაზე აუცილებელი საჭიროება ახლა საბრძოლო მასალაა – იარაღი და განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემებია. ამიტომ, უახლოესი კვირების და თვეების განმავლობაში ჩვენ უკრაინას პატრიოტის საჰაერო თავდაცვის მესამე სისტემას, IRST და Gpard-ის დანადგარებს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალებს გადავცემთ. ძლიერი და თავისუფალი ევროპული უკრაინა რუსულ იმპერიალიზმს დაამარცხებს“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.