უკრაინას თავისი წითელი ხაზები აქვს – ზელენსკი

რა თქმა უნდა, უკრაინას თავისი წითელი ხაზები აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო, რადგან ახლა აშშ-ის წარმომადგენლებს უკრაინის წითელი ხაზების შესახებ უკეთესი წარმოდგენა აქვთ.
„ვფიქრობ, შეხვედრები მათ ბევრი დეტალის გაგებაში დაეხმარათ, კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის გვჭირდება ეს გარანტიები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და უკრაინა იურიდიულად არაფრის აღიარებას არ აპირებს“.
„ტერიტორიებთან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ერთად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო იყოს. ეს კი, პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპზეა დამოკიდებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?