უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა

უკრაინამ დაჭრილი და მძიმედ დაჭრილი სამხედროების პირველი ჯგუფი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.
“ვაგრძელებთ ჩვენი ხალხის დაბრუნებას, რაზეც სტამბოლში შევთანხმდით. დღეს – ჩვენი მძიმედ დაჭრილები და დაჭრილი მებრძოლების რუსული ტყვეობიდან დაბრუნების პირველი ეტაპი. ყველა მათგანი დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. ეს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული აქტია”, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტყვეობიდან დაბრუნებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ტრანსპორტის სპეციალური სახელმწიფო სამსახურის მებრძოლები.
“გაცვლა უნდა გაგრძელდეს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვიპოვოთ და დავაბრუნოთ ყველა კაცი და ქალი, ვინც ტყვეობაშია. ყველას მადლობელი ვარ, ვინც გვეხმარება,” – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც აზიანებს მეგობრობას – ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ამიტომ მზად ვართ, განვაახლოთ მუშაობა – ერთად უფრო ძლიერები ვართ: „ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი“