უკრაინამ Knauf-ი ომის სპონსორების სიაში შეიყვანა

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (НАЗК) ს სამშენებლო ინდუსტრიის უმსხვილესი გერმანელი ინვესტორი Knauf ომის საერთაშორისო სპონსორების სიას დაამატა.
НАЗК -ის განმარტებით, 2022 წელს სამშენებლო მასალების მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა Knauf-მა დაახლოებით 117 მილიონი დოლარი გადაიხადა რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს ბიუჯეტში.
გარდა ამისა, გერმანული კომპანია აქტიურად უწყობს ხელს რუსეთში მობილიზაციას, აგზავნის თავის თანამშრომლებს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ეს გახდა საფუძველი НАЗК -ისთვის, რომ Knauf-ი შეეყვანა ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში.
მთლიანობაში, 1993 წლიდან Knauf-მა რუსეთის ეკონომიკაში 1.65 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
კომპანია რუსეთის ფედერაციაში წარმოდგენილია ათი შვილობილი კომპანიის, ოცი ქარხნისა და თითქმის ოცდაათი რესურს ცენტრით. სამშენებლო მასალების გერმანული მწარმოებლის თანამშრომლების რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში 4 ათასი ადამიანს შეადგენს.
„დღეს Knauf არის უმსხვილესი გერმანელი ინვესტორი რუსეთის სამშენებლო ინდუსტრიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
Knauf-ის მენეჯმენტი ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული კრემლის რეჟიმთან, აცხადებენ НАЗК-ში. კომპანიის თანამფლობელს ნიკოლაუს ვილჰელმ კნაუფს 23 წლის განმავლობაში, 2022 წლის მარტამდე, ჰქონდა რუსეთის ფედერაციის საპატიო კონსულის სტატუსი ნიურნბერგში.
ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კომპანიამ ოფიციალურად აჩვენა, რომ ვერ ხედავს აგრესორი ქვეყნის ბაზრის დატოვების მიზეზს.
„ჩვენ დავრჩებით რუსეთში მანამ, სანამ პოლიტიკური და კომერციული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს. ჩვენ აშკარად ვართ პასუხისმგებელი 4 ათასზე მეტ თანამშრომელზე და მათ ოჯახებზე, ასევე მომხმარებლებზე და მომწოდებლებზე, რომელთაგან ბევრთან გვქონდა შესანიშნავი და გრძელვადიანი ურთიერთობები მრავალი წლის განმავლობაში“, – აცხადებენ კომპანიაში.
2022 წლის ოქტომბერში გერმანულმა მედიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ Knauf მხარს უჭერს თავისი თანამშრომლების მობილიზებას რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში. საქმე იმაში იყო, რომ მოსკოვის მახლობლად მდებარე კრასნოგორსკში მდებარე Knauf-ის ქარხნის რუსი მენეჯერები ხელისუფლებასთან განიხილავდნენ თანამშრომლების სიებს, ვინც ნამდვილად სჭირდებოდათ წარმოებაში და ვინც შეიძლებოდა, რომ ომში გაეგზავნათ. როგორც ჩანს, ზოგიერთი მათგანი, ვინც გამოძახება მიიღო, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისშიც კი გადაიყვანეს კომპანიის მიკროავტობუსით.

ასევე დაგაინტერესებთ

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, განახორციელოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გამჭვირვალობის კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით – მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი