ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთისგან 1 000 ადამიანის ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც, რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სამწუხაროდ, რეპატრირებულებს შორის შორის ტყვეობაში დაღუპული 5 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარია. ისინი სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს მიღწეული შეთანხმებების თანახმად, ისინი „მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული“ პატიმრების სიებში იყვნენ შეყვანილები, რომლებიც უნდა გაეცვალათ“, - ნათქვამია საკოორდინაციო შტაბის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, რუსული მხარე აგრძელებს დროის გაჭიანურებას და არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. უკრაინა მოითხოვს ყველა მძიმედ დაავადებული და მძიმედ დაჭრილი ტყვის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და იბრძვის უკრაინის ყველა მოქალაქის დაბრუნებისთვის.
შტაბში აცხადებენ, რომ დაბრუნებულთა შორის არიან დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და კურსკის მიმართულებების დამცველები.
უახლოეს მომავალში ცხედრებს ყველა საჭირო ექსპერტიზა ჩაუტარდებათ და მათი იდენტიფიცირება მოხდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.