ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ ყირიმში დიდი ზომის რუსული სადესანტო ხომალდი გაანადგურა

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშუკის განცხადებით, გასულ ღამეს მათ ავიაციით იერიში მიიტანეს ყირიმში, ფეოდოსიის პორტში ბაზირებულ დიდი ზომის რუსულ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“. თავდასხმის შედეგად ხომალდი გაანადგურებულია.
სადესანტო ხომალდზე თავდასხმას ადასტურებს რუსეთის ხელისუფლებაც. მათი ცნობით, უკრაინელთა შეტევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, პორტში კი ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ აღნიშნული სადესანტო ხომალდის განადგურება 2022 წელსაც სცადა, თუმცა მაშინ ეს მცდელობა უშედეგო იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.