არქივი30 აგვისტო, 2025, 01:07
უკრაინამ ტერმინი “რაშიზმი” დააკანონა

უკრაინამ ტერმინი “რაშიზმი” დააკანონა, ტერმინი მოიაზრებს როგორც ჰიბრიდულ, ტოტალიტარულ იდეოლოგიას, რომელიც აერთიანებს რუსულ შოვინიზმს, იმპერიალიზმს, ასევე კომუნისტური და ნაცისტური პრაქტიკის ელემენტებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული მეხსიერების სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებს. პირველად სახელმწიფო დონეზე, კანონი იძლევა ისეთი მნიშვნელოვანი ცნებების ოფიციალურ განმარტებას, როგორებიცაა: „ომი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის“, „ეროვნული მეხსიერება“, „ისტორიული ანტიუკრაინული პროპაგანდა“, „დანაშაულები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.