უკრაინამ სადესანტო ხომალდს დაარტყა, რომელიც რუსეთმა უკრაინას 2014 წელს წაართვა

უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, უკრაინის ძალებმა სადესანტო ჰომალდზე, რომელიც რუსეთმა 2014 წელს მიითვისა, სარაკეტო დარტყმა განახორციელა. საუბარია ხომალდზე, დასახელებით კონსტანტინ ოლშანსკი.
„ახლა, ეს ხომალდი საბრძოლო მდგომარეობაში არ არის“, – თქვა უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელემა, დმიტრო პლეტენჩუკმა უკრაინულ მაუწყებელთან საუბრისას.
კიევის საზღვაო ძალების გემების უმეტესობასთან ერთად, რუსეთმა კონსტანტინე ოლშანსკი უკრაინისგან 2014 წელს მიითვისა, როდესაც მისმა ჯარებმა ყირიმის ნახევარკუნძული დაიკავეს.
„ის შეარემონტეს და უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ამზადებდნენ, ამიტომ, სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, გემზე დარტყმა განგვეხორციელებია“, – თქვა პლეტენჩუკმა. მისი თქმით, ოპერაციისთვის, უკრაინის მიერ წარმოებული გემსაწინააღმდეგო რაკეტა ნეპტუნი გამოიყენეს.
უკრაინას, რომელიც კვლავ აკონტროლებს შავი ზღვის სანაპიროს რამდენიმე ასეულ კილომეტრს, მიუხედავად რუსეთის მიერ მისი სამხრეთ რეგიონების ოკუპაციისა, დიდი ხომალდები არ ჰყავს.
თუმცა, ბოლო თვეებში, მან განახორციელა წარმატებული დარტყმების სერია რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე რაკეტების ან საზღვაო დრონების გამოყენებით.
უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, კვირას ყირიმში დარტყმები კიდევ ორ რუსულ სადესანტო ხომალდზე განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ