უკრაინამ რუსეთში ნავთობის 2 სამრეწველო ობიექტზე იერიში მიიტანა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, შეიარაღებული ძალების სპეცოპერაციების განყოფილებასთან კოორდინაციით, რუსეთში მდებარე ნავთობის 2 მნიშვნელოვან საწარმოზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას “უკრაინასკაია პრავდა” სპეცსამსახურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის დროს, ილსკის რაიონში სულ მცირე 20 აფეთქების ხმა იყო – პირველი სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა. აფეთქებების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამ ქარხანაში 6 ტექნოლოგიური დანადგარია, რომელიც წელიწადში 6.6 მილიონი ტონა ნავთობის გადაამუშავებს. ცნობილია, რომ 2024 წლის თებერვალში ამ ქარხანაზე უკრაინამ იერიში უკვე მიიტანა – მაშინ გახდა ცნობილი, რომ ქარხნის ღირებულება 50 მილიონი დოლარია.
უკრაინული სპეცსამსახურების მეორე წარმატებული სამიზნე გახდა “კროპოტკინას” ნავთობის სატუმბი სადგური, რომელიც რუსეთში ყველაზე დიდია. თავდასხმის შედეგად NPS გაჩერდა და მწყობრიდან გამოვიდა. ამჟამად ამ სადგურის ირგვლივ ნავთობის ამოტუმბვა ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)