ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ რუსეთში, მოროზოვსკის აეროდრომზე დრონებით იერიში მიიტანა

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 16-17 დეკემბრის ღამის საათებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით რამდენიმე იერიში მიიტანა ლიპეცკის, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში.
გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია 33 უკრაინული დრონი. შეტევა განხორციელდა როსტოვის ოლქში, ქალაქ მოროზოვსკის აეროდრომზეც, სადაც განთავსებულია "სუ-24" ტიპის ბომბდამშენები.
სოციალურ ქსელში ვრცელდება თავდასხმის ვიდეოები და დაზიანებული სუ-24-ის ფოტოები, თუმცა, რუსულ მედიასა და ოფიციალურ უწყებებს მიყენებული ზიანი არ დაუდასტურებიათ და აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.