არქივი15 ივლისი, 2024, 14:09
უკრაინამ რუსეთზე იერიში მიიტანა, დაზიანებულია ელექტროსადგური და საზენიტო კომპლექსი C-400
15 ივლისის ღამეს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთზე იერიში მიიტანა.
თავდასხმის შედეგად ლიპეცკის ოლქში დაზიანდა ელექტრომომარაგების ქვესადგური.
გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვის თქმით, იერიშის შედეგად დაზიანდა საზენიტო სარაკეტო კომპლექსი C-300.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა სულ 30-დე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
დრონები ლიპეცკის და ბრიანსკის ოლქში, ასევე ოკუპირებულ ყირიმში გაანადურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.