არქივი21 აგვისტო, 2025, 15:11
უკრაინამ როსტოვში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთობის გადამმუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა - ამის შესახებ ადგილობრივი და რუსული Telegram არხები იუწყებიან.
„ნოვოშახტინსკში ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. საგანგებო სამსახური ადგილზე მუშაობს,“ – განაცხადა როსტოვის ოლქის მოქმედმა გუბერნატორმა იური სლიუსარმა, რომელმაც არ დააზუსტა თავდასხმის სამიზნე.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.