არქივი19 მაისი, 2024, 08:52
უკრაინამ რვა ოლქში რუსების ყველა დრონი ჩამოაგდო
რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 37 დრონით შეუტიეს, უკრაიელებმა 37-ვე დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა დრონები პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან გაუშვეს.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონები კიევის, ოდესის, ნიკოლაევის, სუმის, ვინიცას, ჟიტომირის, ჩერკასისა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.