ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან დახმარების სახით $1.34 მილიარდი მიიღო

უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინამ მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში 1.34 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თანხის დიდი ნაწილი ხანდაზმულთა სოციალურ გადასახადებსა და სახელმწიფო სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლების ხელფასებზე დაიხარჯება.
"საერთაშორისო ფინანსური დახმარება არის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და საშუალებას გვაძლევს, ომის დროს დავაფინანსოთ პრიორიტეტული სოციალური ხარჯები". - განაცხადა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგი მარჩენკომ.
როგორც აქამდე უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა აღნიშნა, დახმარების პაკეტის უდიდესი ნაწილი ($1.086 მილიარდი) იაპონიის მთავრობამ დააფინანსა. დანარჩენი გრანტები კი აშშ-მ, შვეიცარიამ და უკრაინის დახმარების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმების ფონდმა (URTF) გამოყო.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.