არქივი12 სექტემბერი, 2025, 21:11
უკრაინამ ლენინგრადში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ რუსული პორტზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ლენინგრადის ოლქში, ქალაქ პრიმორსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, პრიმორსკის სანავთობო პორტში ერთ-ერთ გემს ცეცხლი გაუჩნდა.
პრიმორსკის სანავთობო პორტი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული პორტია, რომელიც ბალტიის ზღვაში მდებარეობს.
გარდა ამისა, დროზდენკოს მტკიცებით, ლენინგრადის ოლქში 30-მდე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
იერიშის ფონზე მუშაობა შეაჩერა პულკოვოს აეროპორტმა, შეჩერებულია 36 რეისი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.