ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ კიდევ 66 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 66 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა - ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
"დაღუპული დამცველების დაბრუნება ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საკოორდინაციო შტაბის ძალისხმევით, შეიარაღებულ ძალებთან, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან არსებულ გაერთიანებულ ცენტრთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხდა" - აცხადებენ საკოორდინაციო შტაბში.
საკოორდინაციო შტაბმა მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და პირადად ICRC-ის დელეგაციის ხელმძღვანელს, იურგ ეგლინს გაწეული დახმარებისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.