ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ კასპიის ზღვაში „ლუკოილის“ სამი რუსული საბურღი პლატფორმა დაბომბა

უკრაინამ კასპიის ზღვაში „ლუკოილის“ სამი რუსული საბურღი პლატფორმა დაბომბა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კასპიის ზღვაში, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმწარმოებლის, „ლუკოილის“ კუთვნილ სამ რუსულ საბურღ პლატფორმას დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, „ლუკოილის კორპორაციის“ სამი საბურღი პლატფორმა - ვ. ფილანოვსკის, იური კორჩაგინის და ვალერი გრაიფერის პლატფორმები, ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის გამოიყენება. მათივე ცნობით, ეს პლატფორმები ასევე, ამარაგებს რუსეთის არმიას.
უკრაინის ძალებმა ასევე დაარტყა რუსეთის 49-ე კომბინირებული შეიარაღებული არმიის საწყობსა და ტექნიკური მხარდაჭერის ქვედანაყოფს ნოვოტროიცკეს რაიონში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის ოლქში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.