ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს

უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს

უკრაინამ და სირიამ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიზანია მხარი დაუჭიროს სირიელ ხალხს სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე.
„მოლაპარაკებების დროს, სირიის პრეზიდენტმა აჰმედ ალ-შარაამ და მე დეტალურად განვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების პერსპექტიული სფეროები, საფრთხეები, რომელიც ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას ემუქრება და მათთან ბრძოლის მნიშვნელობა. შევთანხმდით, რომ ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს ავაშენებთ“, - წერს ზელენსკი.
წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა გეგმავდა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სირიასთან, სადაც 2024 წლის დეკემბერში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაემხო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.