პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 185 ჯარისკაცი და 20 სამოქალაქო პირი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსული ტყვეობიდან სამშობლოში ვაბრუნებთ ჩვენს 185 დამცველს. მათ შორის, 183 რიგითი და სერჟანტია, 2 კი ოფიცერი. დამცველებთან ერთად სამშობლოში ჩვენი 20 მშვიდობიანი მოქალაქე ბრუნდება“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, დაბრუნებული სამხედროების უმეტესობა რუსეთის ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.
უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში აღნიშნეს, რომ გაცვლის ფარგლებში უკრაინამ რუსეთს 205 სამხედრო და სამოქალაქო პირი გადასცა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.